ვეტინგი არის პასუხი ამ შეკითხვაზე, თუ რა ინფორმაცია ჰქონდა ჩინჩალაძეს და რა სახის კორუფცია არსებობდა - წიქარიშვილი
"ვეტინგი არის ერთერთი პასუხი ამ შეკითხვაზე, თუ რა ინფორმაცია ჰქონდა მიხეილ ჩინჩალაძეს და რა სახის კორუფცია არსებობდა მაშინდელ სასამართლოში," - ამ განცახდებას კახა წიქარიშვილი აკეთებს.
წიქარიშვილი "პირველებთან" იხსენებს 2015 წელს მიხეილ ჩინჩალაძის განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ სასამართლოში კორუფციის მაღალი დონე არსებობს, თუმცა მისი ეს სიტყვები გამოძიების დაწყების საფუძველი არ გამხდარა. სწორედ ამიტომ თვლის წიქარიშვილი ვეტინგის სისტემას გამართლებულად.
მიხეილ ჩინჩალაძემ, რომელიც არის სასამართლო კლანის ლიდერი, თავად განაცხადა 2015 წელს, რომ სასამართლოში არსებობს კორუფციის მაღალი დონე და ის არსებობს, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. არავინ დაინტერესებულა ამ განცხადებით და არ დაუბარებიათ საგამოძიებო უწყებებში, არაფერი არ უკითხავთ და არ გამოძიებულა, თუ რა იდგა ამ განცხადების უკან. შესაბამისად, ვეტინგი არის ერთერთი პასუხი ამ შეკითხვაზე, თუ რა ინფორმაცია ჰქონდა მიხეილ ჩინჩალაძეს და რა სახის კორუფცია არსებობდა მაშინდელ სასამართლოში,“ - ამბობს კახა წიქარიშვილი.
მოსამართლეთა კონფერენციაზე, რომელიც გუშინ ჩატარდა, იმსჯელეს ე.წ. ვეტინგის სისტემაზე, სადაც ლევან მურუსიძე ამტკიცებდა, რომ მოსამართლეები იყვნენ ერთსულოვნები, რომ ე.წ. ვეტინგი არ ემსახურება კეთილსინდისიერების შემოწმებას და მიმართულია სასამართლოს დამორჩილებისკენ.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი