ამ შემოწმების დროს (შეიძლება) დაიჩაგროს მოსამართლე, რომელიც სინამდვილეში კეთილსინდისიერია - მდინარაძე
"ამ შემოწმების დროს, არაკეთილსინდისიერი შემოწმების დროს მითუმეტეს, დაიჩაგროს მოსამართლე, რომელიც სინამდვილეში კეთილსინდისიერია და ეს არის ბერკეტი, ჩაერიო სასამართლოს საქმიანობაში," - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვას.
მდინარაძე ამტკიცებს, რომ ამ გზით სასამართლო სისტემაში ჩარევა მოხდება.
არათუ ქვეყნის გარედან, ქვეყნის შიგნიდანაც შემოწმების ამგვარი სისტემა მის დამოუკიდებლობას ზღუდავს, უდიდეს რისკებს აჩენს, რომ ამ შემოწმების დროს, არაკეთილსინდისიერი შემოწმების დროს მითუმეტეს, დაიჩაგროს მოსამართლე, რომელიც სინამდვილეში კეთილსინდისიერია და ეს არის ბერკეტი, ჩაერიო სასამართლოს საქმიანობაში.
სასამართლოს დამოუკიდებლობა ან ევროპა - ერთ-ერთი დათმეთ, ეს წარმოუდგენელი იქნება, ამას ჩემი აზრით, არავინ არ იკადრებს, რაღაც განცხადებები შეიძლება ვრცელდებოდეს, მაგრამ ასე საკითხის დაყენება არის შეუძლებელი,“ - ამბობს მდინარაძე.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი