"ერთი პროცენტის გამო უკან ტრიალდებოდა არჩევნები" - როგორ ხსნის "ოცნება" ბარიერის გაუქმების ინიციატივას
რატომ დაიწყო "ქართულმა ოცნებამ" მსჯელობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბარიერის გაუქმების და რატომ შემუშავდა კანონპროექტი - მმართველი პარტიის დეპუტატები ამტკიცებენ, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემა "ქართულ ოცნებას" 2025 წელს არ ექნება და ეს კანონპროექტი ამას არ ემსახურება.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ იმ სახით, როგორც ახლა არის ინიცირებული საკანონმდებლო წინადადება, ძალაში არ შევა და შეიცვლება.
ეს არის ძალიან პირველადი, ძალიან მოუთელავი, სპეციალურად სამსჯელოდ შემოვიტანეთ ეს თემა, თუმცა ამას ჩვენ მივიღებთ საბოლო ჯამში, მაგრამ ზუსტად ამ ფორმით, წინასწარვე გეუბნებით, არა - მაგალითად, დელეგატი სიტყვა არ იქნება.
ღიაა სივრცე, ძალიან ღიაა და ძალიან პირველადია, ასე გადავწყვიტეთ სპეციალურად, რომ ასე დაგვეინიცირებინა, გავაკეთოთ 30-ის მაგივრად 25, ან 35, ან 45, პირობითად, ანუ ნებისმიერი ცვლილებისთვის მზად ვართ. მათ უფრო უნდა აწყობდეთ შეიძლება, თუ არ აწყობთ ამაზეც ვილაპარაკო, დავტოვოთ თუ არ დავტოვოთ,“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.
"ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა დავითულიანი ამტკიცებს, რომ დროის და ფინანსების ხარჯვა იყო მეორე ტურის გამართვა და ამიტომ ინიცირდება კანონპროექტი.
ერთი პროცენტის გამო უკან ტრიალდებოდა არჩევნები და ინიშნებოდა მეორე ტური, როცა 20-25 პროცენტიანი სხვაობა იყო პირველსა და მეორე კანდიდატს შორის. იყო უბრალოდ სახელმწიფოსთვის ზედმეტი ხარჯი. 40-პროცენტიან ზღვარს და მეორე ტურში 50-იანს თუ ვერ გადალახავს ქართული ოცნება, მაშინ ვერც ამ საპარლამენტო არჩევნებს ვერ მოვიგებთ და რაზე ვლაპარაკობთ, რა დროს თვითმმართველობის არჩევნებია, რა თქმა უნდა, ეს ფაქტორი საერთოდ არ არსებობს, იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ ყველა კანდიდატმა დააფიქსირა მინიმუმ 35-პროცენტიანი მაჩვენებელი პირველ ტურში, რამდენიმეს მოუწია მეორე ტური, ეს იყო ხარჯებთან, დროსთან დაკავშირებული და უბრალოდ არაფერს შედეგობრივად არ იძლეოდა,“ - ამბობს დავითულიანი.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი