ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავიდა

25.03.24 14:16
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ირაკლი კობახიძეს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა. 

დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

მსგავსი სიახლეები