წამლის დეფიციტის გამო ადამიანი მოგვიკვდა - ონკოპაციენტები თამარ გაბუნიას გადადგომას ითხოვენ

25.03.24 14:40
წამლის დეფიციტის გამო ადამიანი მოგვიკვდა - ონკოპაციენტები თამარ გაბუნიას გადადგომას ითხოვენ

ონკოპაციენტების პროტესტი გრძელდება - სახელმწიფო ამ დრომდე ვერ უზრუნველყოფს მძიმე სენით დაავადებულებისთვის მედიკამენტების შემოტანას. ჯანდაცვის სამინისტროსთან შეკრებილები ახლადდანიშნულ მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრას ითხოვენ. გარდა ამისა, მათი მოთხოვნაა, რომ თანამდებობა დატოვოს მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

წამლებზე დეფიციტი რამდენიმე თვის წინ შეიქმნა. ამის გამო მოქალაქეები  იძულებული არიან, საკუთარი ძალები ეძებონენ წამალი და საქართველოში ჩამოატანონ.

 ვითხოვთ წამლების დამატებას დაფინანსების პროგრამაში, ვითხოვთ, რომ დიაგნოსტირება და გეგმიური კვლევები შედიოდეს დაფინანსების პროგრამაში და ჩვენ ასევე ვითხოვთ თამარ გაბუნიას გადადგომას. 8 აპრილამდე თუ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები, ჩვენ გადავალთ 24-საათიანი პროტესტის რეჟიმში კანცელარიასთან," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

ონკოპაციენტები განმარტავენ, რატომ ითხოვენ თამარ გაბუნიას გადადგომას. ყვებიან, რომ გაბუნია რამდენიმე დღის წინ ამტკიცებდა, რომ წამლის დეფიციტი არ არსებობს, თუმცა, ზუსტად წამლის არარსებობას ემსხვერპლა ერთ-ერთი ონკოპაციენტი.

თამარ გაბუნიას გადადგომასთან დაკავშირებით მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ როდესაც ადამიანი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს და არის ოფიციალური პირი, რომ წამლის დეფიციტი იხსნება და ამ განცხადებიდან ზუსტად ერთ კვირაში გვიკვდება პაციენტი ზუსტად ამ პრობლემის გამო, რომ მას არ მიეწოდა წამალი, რომელიც არსებობდა ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

გარდა ამისა, ჯანდაცვის ახალი მინისტრის დაპირების მიუხედავად, ონკოპაციენტებმა ვერ გაიგეს, რა გეგმა აქვს მთავრობას 25 ათასლარიანი ლიმიტის მოხსნასთან დაკავშირებით. 

მსგავსი სიახლეები