მერაბიშვილის საქმე - მთავრობამ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულა

15.03.21 13:18
მერაბიშვილის საქმე - მთავრობამ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულა

საქართველოს მთავრობამ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ისევ არ შეასრულა.საუბარია ვანო მერაბიშვილის 2013 წელს საკნიდან გაყვანის  საქმის გამოძიებაზე. ევროსასამართლომ  ქართულ ოცნებას დაავალა იმის დადგენა თუ ვინ ჩამოაცვა პატიმრობის დროს ქვეყნის ყოფილ პრემიერს თავზე ტომარა და ვინ გაიყვანა ციხის საკნიდან. თუმცა ამ გადაწყვეტილებიდან ხანგრძლივი დროის შემდეგაც ოცნების მთავრობამ სტრასბურგს ვერ წარუდგინა სანდო გამოძიების შედეგები. მერაბიშვილის ადვოკატები ამტკიცებენ,რომ მიზეზი ოთარ ფარცხალაძის ფაქტორია რომელიც მთავარი დამნაშავეა.

გამოძიება არ მიმდინარეობს იმის გამო რომ თვითონ ოთარ ფარცხალაძე არის არაფორმალური მმართველ ივანიშვილთან დაახლოებული ფიგურა და მისი საქმის ჩაფარცხვაში მონაწილეობდა ახლანდელი და მაშინდელი პრემიერი ღარიბაშვილი, მინისტრი სოზარ სუბარი, გენინსპექციის უფროსი მირზა სუბელიანი და სხვა თანამდებობის პირები რომლებმსაც ფარცხალაძის დანაშაულს დაუმატეს ახალ-ახალი დანაშაულები, მაგალითად მტკიცებულების განადგურება, გამოძიებისთვის ხელის შეშლა, ეს ყველაფერი აუცილებლად იქნება სამომავლოდ ჩატარებული გამოძიების ინტერესის საგანი. ვერსად გაექცევიან ამ პასუხისმგებლობას, მხოლოდ შეუძლიათ დროში გაწელონ ეს პროცესი - ამბობს ოთო კახიძე

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საქმესთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ. 

ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენადაც ვიცი პრეტენზია არ არსებობს. ბოლო ინფორმაცია რაც გავრცელდა იყო ის რომ გადაიდო საქმის განხილვა. დეტალებს არ ვიცნობ ზუსტად, როდესაც მეცოდინება დეტალები მერე გიპასუხებთ - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

"ქართული ოცნების" წევრი დავით სერგეენკო ამბობს, რომ საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოკვლევა მიმდინარეობს.  


რამდენიმე წლის წინ სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება რომ არა საკუთრივ სასჯელის ზომა არამედ ეპიზოდი ციხიდან გაყვანის შესახებ იყო ადამიანის უფლებების დარღვევა. ამის შემდეგ იყო გამოძიება, რომელმაც არ დაადასტურა გაყვანის ფაქტი, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ინტერესი მაღალია,როგორც ჩემთვის ცნობილია, თანამშრომლობა განახლებულია ევროსაბჭოს შესაბამის წარმომადგელებსა და საქართველოს სამართალდამცავებს შორის და ამ საკითხის შესწავლა უცხოელი ექსპერტების ჩართულობით არის გათვალისწინებული. 

 

ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე გამოძიება 2013 წელს დაიწყო. ვანო მერაბიშვილის მტკიცებით, საკნიდან ის მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დავალებით გაიყვანეს.მერაბიშვილის თქმით, მაშინდელი  მთავარი პროკურორი და ჯერჯერობით ამოუცნობი პირი აძალებდა მას ზურაბ ჟვანიას საქმეზე თანამშრომლობასა და მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშებზე ინფორმაციის გაცემას. 

მსგავსი სიახლეები