"ვუერთდებით დღევანდელ კოლონას" - სააკაშვილის მხარდამჭერ მსვლელობას გორშიც შეუერთდნენ
წალენჯიხიდან დაძრული კოლონა გორში გაჩერდა. მიხეილ სააკაშვილის მომხრეები წერეთლის ქუჩაზე შეიკრიბნენ და ექსპრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, გორი ერთ-ერთი ქალაქია, რომელიც "ოცნების" ხელისუფლების პირობებში დაპაუზდა და განვითარება შეწყვიტა, ეს კი ადგილობრივებზე აისახება.
ოპოზციის წევრებს თბილისში ხელმოწრების სია მოაქვთ. ასობით ადამიანი სთხოვს ზურაბიშვილს, გამოსცეს შეწყალების აქტი და გამოუშვას მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის გუნდის წარმომადგენლებმა
შიდა ქართლიდან შევაგროვეთ ათასობით ხელმოწერა ერთადერთი მოთხოვნით -
გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის პუტინის და ბიძინა ივანიშვილის
პირადი ტყვე. ვუერთდებით დღევანდელ კოლონას, წალენჯიხიდან დაძრულ ჩვენს
თანამებრძოლებს, მიგვაქვს ასობით ათასობით ხელმოწერა, რომ კიდევ ერთხელ
მოვთხოვოთ სალომე ზურაბიშვილს გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი
საპყრობილიდან.“ - განაცხადა განაცხადა გორის საკრებულოს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ბექა ქორჩილავამ ბექა ქორჩილავამ.
ამ დროისათვის კოლონა უკვე თბილისისკენ მოემართება.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი