9 წლის პეტრემ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის პირველი დოზა გაიკეთა
9 წლის პეტრემ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის პირველი დოზა დღეს გაიკეთა. ინფორმაციას მაკუნა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი, მაკუნა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
პეტრეს დედა, მაკუნა გოჩიაშვილი, პირველი იყო, რომელმაც 13 ნოემბერს სოციალურ ქსელში პოსტში გამოაქვეყნა და ასე გააგებინა ხალხს, რომ პრეპარატი, რომელსაც ისინი ორი წლის განმავლობაში ელოდნენ და რომლის გამოც ბევრი იბრძოლეს, საქართველოში იყო.
დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️
დავწერ, როგორ ჩაივლის.დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის გაზრდას და გაძვალებას დაეხმარება.
დღეს წამლის გაკეთებამდე, გავზომავთ საფუძვლიანად (მჯდომარე სიმაღლესაც) და შედეგებს დავაკვირდებით.
ბავშვებს, რომლებმაც ნოემბერში დაიწყეს წამლის მიღება, 3 თვეში 2 სანტიმეტრიანი ზრდა ჰქონდათ, რაც პეტრეს ბოლო წელიწადში არ ჰქონია. ასე რომ მოლოდინები გვაქვს გრანდიოზული.
პეტრესთან ერთად მკურნალობას დღეიდან აქონდროპლაზიის მქონე ოთხი ბავშვი შეუერთდება," - წერს მაკუნა გოჩიაშვილი.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი