ცისკარიშვილი: არჩევნები ვერ იქნება აღიარებული კონკურენტულ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებად, თუ ამ რეჟიმის მთავარი ოპონენტი, სააკაშვილი თავისუფალი და კამპანიაში ჩართული არ იქნება
„ვერანაირი საპარლამენტო არჩევნები ვერ იქნება აღიარებული კონკურენტულ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებად, თუ ამ რეჟიმის მთავარი ოპონენტი, მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი და არ იქნება კამპანიაში ჩართული, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ მნიშვნელვან მომენტში მნიშვნელოვანია პრეზიდენტის გამბედაობა და პოლიტიკური სითამამე.
ერთ ადამიანს შეუძლია მყისიერად მიიღოს გადაწყვეტილება, ამას სჭირდება პოლიტიკური სითამამე და პოლიტიკური გამბედაობა იმისათვის, რომ მესამე პრეზიდენტი იყოს თავისუფალი, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც საპარლამენტო არჩევნები კარს მოგვადგა და ვერანაირი საპარლამენტო არჩევნები ვერ იქნება აღიარებული თავისუფალ, კონკურენტულ და ლეგიტიმურ არჩევნებად, თუ მთავარი ოპონენტი, მთავარი მოწინააღმდეგე ამ რეჟიმის არ იქნება კამპანიაში ჩართული და არ მიიღებს მონაწილეობას ამ საარჩევნო პროცესში,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით წალენჯიხიდან ავტომობილებით მსვლელობა დაიწყო. მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი ხოფო ჯაფარიძე, წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა და საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თემურ ჯანაშია ასეულ ათასი ადამიანის ხელმოწერით სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციასთან მივლენ.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი