ზურაბიშვილი ვალდებულია, მიიღოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი - გიორგი ბარამიძე
ზურაბიშვილი ვალდებულია, მიიღოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ გორში განაცხადა. წალენჯიხიდან დაძრული კოლონა გზად გორში გაჩერდა, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა.
გიორგი ბარამიძემ ქვეყნის წინაშე მესამე პრეზიდენიტის დამსახურებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ სააკაშვილია ის ადამაინი, რომელმაც საქართველოს ევროკავშირისკენ გზა გაუხსნა. ოპოზიციის წევრმა ასევე მადლობა გადაუხადა იმ მოქალაქეებს, ვინც მესამე რპეზიდენტის მხარდასაწერად საკუთარი ხელმოწერა დააფიქსირა.
სიმბოლურად ვართ ამ დიდ გზაზე გორში
შეკრებილები. ქართლის შუაგულში, რომელმაც ყველაზე მეტად განიცადა ის სიმძიმე,
რასაც ნეოიმპერიალისტურ ძალებთან დაპირისპირება და სამშობლოსთვის ბრძოლა
ჰქვია, რომლის სიმბოლო არის მიხეილ სააკაშვილი, რატომაც ზის ის დღეს ციხეში,
რატომაც არის პუტინის პატიმარი და რატომაც არის მიხეილ სააკაშვილი მთავარი
მებრძოლი არა მარტო საქართველოში , არამედ მთელს აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენი
სამშობლოს ყველა პატრიოტის ვალია იყოს მიხეილ სააკაშვილის გვერდით. შეიძლება არ
ეთანხმებოდეს მას პოლიტიკურად, მაგრამ შეუძლებელია არ აცნობიერებდე მიხეილ
სააკაშვილის როლს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისა და ჩვენი სამშობლოს უკეთესი
მომავლისთვის ბრძოლაში, ჩვენი სამშობლოს ევროპისთვის მომავლის ბრძოლაში,
სწორედ მიშა არის ის ადამიანი, რომელმაც საქართველოს გაუხსნა გზა ევროკავშირში.
საქართველოს დროშებთან ერთად , ევროკავშირის დროშები შემთხვევით არ გვიჭირავს
ხელში, იმიტომ რომ ევროკავშირი არის საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანების გზა
ნატოსთან ერთად. ევროკავშირი ნატოსთან ერთად არის საქართველოს უკეთესი
მომავლის გზა, ჩვენი ხალხის დასაქმების გზა, ჩვენი დევნილების, ემიგრაციის
საქართველოში დაბრუნების გზა. ეს არის ის, რის გამოც დღეს სააკაშვილი ზის ციხეში,
რის გამოც მას პუტინი დაუპირისპირდა. ყველაფერს აქვს თავისი მნიშვნელობა, ყველა
ნაბიჯს , ყველა ხელმოწერას, ყველა მიმართვას იქნება ეს დე ფაქტო პრეზიდენტისადმი,
რომელიც დასვა თვითონ „ქართულმა ოცნებამ“ და ახლა მასთან არის
დაპირისპირებული , თუ ევროკავშირის, პრეზიდენტების მიმართვა, ევროპარლამენტის
რეზოლუცია, რომელიც ამ რეჟიმის მთავარი ადამიანებისთვის ჩალის ფასია , ჩვენთვის
არ არის ჩალის ფასი ევროკავშირი, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებები და
რეზოლუცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრების პოზიცია და ასევე
თითოეული ქართველის ხელმოწერა, ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა
გადავუხადო, ყველა ჩვენს თანამემამულეს, რომელსაც არ შეეშინდა , მოვიდა და ხელი
მოაწერა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, რომელზედაც
ზურაბიშვილი ვალდებულია ირეაგიროს. მისი მოვალეობაა სააკაშვილი
გაათავისუფლოს, რადგან თუ მისი სიტყვები არ არის ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები და
თუ ის მართლა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ევროკავშირში ვერ
გავწევრიანდებით პოლიტიკური პატიმრებით, მითუმეტეს ისეთი პოლიტიკური
პატიმრით, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაადამიანი, რომელმაც შექმნა საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ამიტომ ეს არის მისი
მოვალეობა, რომ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.