ფეხბურთელები ახლა უფრო მზად არიან მნიშვნელოვანი თამაშებისთვის, ვიდრე ოდესმე - ვილი სანიოლი
ერთი დღე გადამწყვეტ მატჩამდე - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი უმნიშვნელოვანეს მატჩამდე გუნდის მზადყოფნაზე საუბრობს.
მისი თქმით, 26-ივე მოთამაშე მზად არის.
მეტოქეს რაც შეეხება, არ მინდა ამაზე საუბარი, რადგან მირჩევნია, ყურადღება საკუთარ გუნდზე გავამახვილოთ.
როდესაც გავიგეთ, რომ საბერძნეთს შევხდებოდით, ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, რადგან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. ფინალი და მოგება ორივეს გვინდა. გამარჯვებულის მენტალიტეტია, რას გააკეთებ გუნდისთვის. ოცნება ყველას შეუძლია, მაგრამ თამაში ცოტას. ყოველდღე მიზნისთვის უნდა იცხოვრო და ამისთვის ყოველდღე რაღაც გააკეთო.
მინდა, მივულოცო ჩემს ფეხბურთელებს, რადგან მათში არის წინსვლის მისწრაფება და ახლა უფრო მზად არიან მნიშვნელოვანი თამაშებისთვის, ვიდრე ოდესმე.
თამაში არა 90 არამედ, შეიძლება 120 წუთი გაგრძელდეს. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, ჩემი გუნდი ყველაფრისთის მზადაა. ვემზადებით თუ არა პენალტების სერიისთვის? დიახ, გვესმის, რომ პენალტების სერიაც შეიძლება იყო და ამაზეც ვვარჯიშობთ“, – ამბობს ვილი სანიოლი.
ერთი დღე პრინციპულ მატჩამდე. საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის დასამარცხებლად ემზადება. ფეხბურთელებს ამ წუთებში ბოლო ვარჯიში აქვთ.
თუ ხვალ ჩვენი ნაკრები ბორის პაიჭაძის სტადიონზე დაგეგმილ თამაშზე საბერძნეთს დაამარცხებS, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს და ეს ისტორიული ამბავი იქნება.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი