"რუსეთთან ვაჭრობა უნდა გაგრძელდეს" - "ოცნება" რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებაში პრობლემას ვერ ხედავს

25.03.24 17:48
"რუსეთთან ვაჭრობა უნდა გაგრძელდეს" - "ოცნება" რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებაში პრობლემას ვერ ხედავს

რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებაში "ქართული ოცნება" პრობლემას და საფრთხეებს ვერ ხედავს. მმართველი პარტიის წევრი დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ ოკუპანტთან ეკონომიკური თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს, რადგან, მისი მტკიცებით, ეს საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესშია. 

ჩვენი, ერთი მხრივ, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთთან, მეორე, ევროკავშირთან, რუსეთთან არის ეს ვაჭრობა და უნდა გაგრძელდეს და ჩვენ არაფრით არ ვაპირებთ არავის მიმართ არანაირი სანქციის დაწესებას და ეს საკითხი არის დახურული. ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრისთვის არის ძალიან მნიშნელოვანი, მათი პირადი და ქვეყნის ეკონომიკისთვის. ასე რომ, დივერსიფიცირებულია ეკონომიკა და რაიმე ახალი სახის ეკონომიკურ აქტიურობას მხოლოდ მივესალმები, - ამბობს დავით მათიკაშვილი. 

საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად სულ უფრო დამიკიდებული ხდება. ჩვენი ქვეყანა შედეგებს უკვე იმკის. რუსეთმა დროებით გააჩერა საქართველოსთვის საწვავის მოწოდება, ზაფხულიდან კი ღვინოზე აქციზის ფასის ზრდასაც გეგმავს.  

მსგავსი სიახლეები