პირველი შეხვედრა ვეტოს დაძლევის შემდეგ - პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე სიონში
ავტოკეფალიის აღდგენის დღე - სიონში მეუფე შიოს ქადაგებას დაესწრნენ პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. ასევე, იმყოფებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მათ შორის "ხალხის ძალის" დეპუტატები.
ეს იყო პირველი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს შორის მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო, საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია და პრეზიდენტის ნაცვლად კანონის ძალაში შესვლას ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა.
უცნობია, შედგა თუ არა კომუნიკაცია პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის.
შალვა პაპუაშვილმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, იცვლება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი და უქმდება ოპოზიციის კვოტით ცესკოს მოადგილის თანამდებობა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი