მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით ათობით ათასი ხელმოწერა სალომე ზურაბიშვილის მაგიდაზეა - რას იზამს პრეზიდენტი
ასი ათასობით საქართველოს მოქალაქის ხელმოწერა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია - ახლა ჯერი უკვე სალომე ზურაბიშვილზეა. წავა თუ არა ქვეყნის მთავარსარდალი "ქართული ოცნების" პოლიტიკური შურისძიების წინააღმდეგ და გაუხსნის თუ არა ციხის კარს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს.
ხელმოწერების კამპანია დღეს წალენჯიხაში დაიწყო და ათონელის რეზიდენციაში დასრულდა. ავტომობილებით მსვლელობას შეუერთდა რამდენიმე ქალაქიც. ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ დოკუმენტს ხელს აწერენ, ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტის თავისუფლება ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტია. 2024 წლის არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად, თუ სააკაშვილი ციხეში იქნება - ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი გზავნილი, რომლის ადრესატიც სალომე ზურაბიშვილია.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი