რა აქვს დასამალი ყოფილ პრემიერს?!
რა აქვს დასამალი ყოფილ პრემიერს?! - არაბული არდადეგებიდან დაბრუნებული ღარიბაშვილი მდიდრული დასვენების დეტალებს საგულდაგულოდ მალავს. საიდან ამდენი ფული? - პასუხის ნაცვლად ღარიბაშვილი ჟურნალისტებს ლანძღავს, თუმცა განმარტების გაკეთება მას მაინც მოუწევს. 30 მარტამდე ექს პრემიერმა დეკლარაცია უნდა შეავსოს და ჩაწეროს ხარჯები, რითაც სამთავრობო თვითმფრინავი დაიქირავა და ოჯახთან ერთად ამერიკაში ისეირნა.
ღარიბაშვილის დასაცავად "ოცნება" მზად არის, საჯაროდ იცრუოს. ყოფილ პრემიერს გადაფარებული მმართველი გუნდი საზოგადოებას არწმუნებდა, რომ პარტიის თავმჯდომარეს დეკლარაციის შევსების ვალდებულება აღარ გააჩნია, თუმცა იტყუებიან. მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს კიდევ ორჯერ მოუწევს ფინანსური ანგარიშის წარდგენა. ღარიბაშვილის ვერსიას სკანდალურ ჩარტერზე საზოგადოება ერთ კვირაში გაიგებს. რაც შეეხება ფეშენებელურ არაბულ არდადეგებს - ეს უკვე მომავალი წლის დეკლარაციაში მოხვდება.
ღარიბაშვილის თავდასხმამ კი მესამე სექტორსა და ოპოზიციაში უფრო მეტი კითხვა გააჩინა - რას უკავშირებენ ყოფილი პრემიერის დუმილს - ნანუკა ქაჯაია დეტალებით
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი