"ოცნება" მაჟორიტარებს ვერ ელევა - როგორია ოლიგარქის გუნდის ახალი სქემა?
არჩევნების წაგების გაცხადებული შიში - "ქართული ოცნება" მაჟორიტარებს ვერ ელევა, მათ შეყვანას კი პარლამენტში მანიპულაციებით და კონსტიტუციის გვერდის ავლითაც კი ცდილობს. 2024 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება ქვეყნის მთავარი კანონით არის გარანტირებული, თუმცა ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ივანიშვილის პარტიამ ყველაფერი ასე დაალაგა, რომ ხალხის თვალის ასახვევად მაჟორიტარებს სახელს შეუცვლიან, დელეგატებს დაარქმევენ და ასე ჩაწერენ სიაში.
"ოცნება" ნიადაგს არა მხოლოდ საპარლამენტო, არამედ ადგილობრივი არჩევნებისთვისაც იმზადებს. იმის შიშით, რომ შესაძლოა, მმართველი პარტიის კანდიდატებმა საკრებულოებისთვის დაწესებული 40-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახონ, ამ შეზღუდვას საერთოდ აუქმებენ. გამოსავალი აქაც მარტივად მოძებნეს. საკრებულოს დეპუტატად ჩაითვლება ის, ვინც არჩევნებში სხვებზე მეტ ხმას დააგროვებს, ოღონდ არ აქვს მნიშვნელობა რამდენს.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი