"ოცნებას" ემიგრანტების არჩევნებში ჩართულობის ეშინია - ჯაფარიძე
"ოცნებას ეშინია ემიგრანტების მაღალი ჩართულობის არჩევნებში", - ამის შესახებ განცხადება "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ "საჯარო პოლიტიკის" ეთერში გააკეთა.
ზურა ჯაფარიძე ოლიგარქის გუნდს პოლიტიკური ნების არ ქონაში ადანაშაულებს და პირდაპირ ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამშობლოს მოწყვეტილ ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა, საკუთარი ქვეყნის ბედი გადაწყვიტონ, ივანიშვილის პარტია ძალაუფლების შენარჩუნებას ვერ შეძლებს.
"ქართულ ოცნებას" ეშინია ემიგრანტების მაღალი ჩართულობის არჩევნებში, რადგან ფიქრობენ, რომ ამის გამო შეიძლება, ძალაუფლება დაკარგონ. ეს ცხადი გახდა არა მარტო ჩვენთვის, არამედ დასავლელ პარტნიორებისთვისაც. მათთვისაც ცხადი გახდა, რომ "ოცნებას" უბნების გასახსნელად პოლიტიკური ნება არ აქვს და ამის მიზეზი არის პანიკური შიში. თუ დიდი რაოდენობით ემიგრანტი მივა უბანზე და მისცემენ ხმას, ისინი დაკარგავენ ძალაუფლებას", - აცხადებს ჯაფარიძე.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი