მე არ ვიცი, ვინ უფრო გავლენიანია, კობახიძე თუ ჩინჩალაძე, ალბათ, ჩინჩალაძე - გიგაური
მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება და ევროკავშირის 9 დათქმის შესრულება - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის გაძლიერებასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ სასამართლო კლანს გავლენები ოლიგარქის გუნდის წევრების სახით ჰყავს.
მესამე სექტორის წარმომადგენელი "საჯარო პოლიტიკის" ეთერში სასამართლოს დამოუკიდებლობის აუცილებლობაზე მიუთითებს და განმარტავს, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება ერთ-ერთი ის პრიორიტეტული რეკომენდაციაა, რომლის შესრულებაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას.
დღეს ეს კლანი არის ძალიან ძლიერი შიგნით. მე არ ვიცი, ვინ უფრო გავლენიანია, კობახიძე თუ ჩინჩალაძე. ალბათ, ჩინჩალაძე, რადგან ამათმა გარკვეული ვალდებულებები აიღეს სასამართლოშიც და დღეს უკვე რა გამოდის, რომ მათაც აქვთ შიშები, რომ ხომ არ გაწირავენ. ალბათ, ამაზეც არის საუბარი. თავადაც კარგად იციან, თუ რა წერია ევროკავშირის 9 დათქმაში და რა არის კონკრეტული რეკომენდაციები. თუ ჩვენ არ გავაკეთებთ იმას, რასაც გვეუბნება ევროკავშირი, ოღონდ ევროკავშირი, პირველ რიგში, ჩვენთვის გვეუბნება, რადგან ჩვენ უნდა გვინდოდეს დამოუკიდებელი მოსამართლე და არ უნდა გვინდოდეს ჩინჩალაძე და მურუსიძე, ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ამ რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვერ დავიწყებთ", - ამბობს ეკა გიგაური.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი