"ოცნება" პოლიტიკურ ჟონგლიორობას აგრძელებს - უსუფაშვილი
"ოცნება" პოლიტიკურ ჟონგლიორობას აგრძელებს - ასე ეხმაურება "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი ცვლილებებს საარჩევნო კანონდებლობაში, რომლითაც მმართველი პარტია მაჟორიტარული არჩევნების შეცვლილი ფორმით უკან დაბრუნებას ცდილობს.
უსუფაშვილის თქმით, ხელისუფლება მაჟორიტარული სისტემის "ლანდების აღდგენას" ცდილობს.
"ოცნება" პოლიტიკურ ჟონგლიორობას აგრძელებს, იმიტომ, რომ არის უკიდურესად შეშფოთებული და შეშინებული და გაფაციცეცებით ეძებს ინსტრუმენტებს, თუნდაც ეს იყოს წარმოუდგენელი, მიუღებელი, გაუგონარი, თუნდაც 0,1 პროცენტით გაიზარდოს მისი შანსი არჩევნებზე. ახლა შემოაქვს მექანიზმი, რომელიც მაჟორიტარული სისტემის აღდგენა კი არ არის, მაჟორიტარული სისტემის ლანდების აღდგენაა, რომ კვლავ შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა და უთხრან, რომ აი ეს აკცი იქნება თქვენი წარმომადგენლი ამ ოლქიდან. მაშინ, როდესაც პროპორციული არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ყველა, ვინც პროპორციული სიით შევა პარლამენტში, ყველას წარმომადგენელია", - აცხადებს დავით უსუფაშვილი.
"ქართული ოცნება" მაჟორიტარებს ვერ ელევა და მათ შეყვანას პარლამენტში კონსტიტუციის გვერდის ავლით ცდილობს. 2024-ის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება ქვეყნის მთავარი კანონით არის გარანტირებული, თუმცა ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ივანშვილის პარტიამ ყველაფერი გადაალაგა - მაჟორიტარებს სახელს შეუცვლიან, დელეგატებს დაარქმევენ და ასე ჩაწერენ სიაში.
იმის შიშით, რომ შესაძლოა მმართველი პარტიის კანდიდატებმა საკრებულებისთვის დაწესებული 40 პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახონ, ამ შეზღუდვას საერთოდ აუქმებენ. გამოსავალი აქაც მარტივად მოძებნეს. საკრებულოს დეპუტატად ჩაითვლება ის ,ვინც არჩევნებში სხვებზე მეტ ხმას დააგროვებს, ოღონდ არ აქვს მნიშვნელობა რამდენს.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი