როგორია ვაზისუბანში დაჭრილი 28 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

26.03.24 11:40
როგორია ვაზისუბანში დაჭრილი 28 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

როგორია ვაზისუბანში დაჭრილი 28 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - როგორც "პირველებს" საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. 

ექიმის თქმით, დაშავებული კონტაქტური და ადეკვატურია, თუმცა კვლავ საჭიროებს მედიკოსების დაკვირვებას. 

როგორც ექიმი განმარტავს, კლინიკაში შეყვანისას ქალს მთელ სხეულზე ათეულობით ჭრილობა და მოტეხილობა აღენიშნებოდა. 

"ქალა-სახის მოტეხილობა იყო, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, მხრის - სახსრის მოტეხილობა, მუხლის სახსრის, მაჯის და მტევნის მოტეხილობა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის გადმოცემით, ჭრილობები მიყენებულია ცივი იარაღით"- ამბობს მედიკოსი. 

28 წლის ქალის მკვლელობის მცდელობისთვის  დაკავებულს  15 წლით პატიმრობა ემუქრება -  უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულ ბიჭიკო ბაჩილავას პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირდა და მუხლი დაუმძიმა. 

41 წლის კაცს  ახლა  მეზობლის მკვლელობის მცდელობას  ედავებიან - საქმეზე კვალიფიკაცია ქალის  სხეულზე აღმოჩენილი უმძიმესი  დაზიანებების გამო შეიცვალა  - 28 წლის ქალს სახე დასერილი აქვს, ნეკნები ჩატეხილი, სხეულზე კი ათობით ჭრილობა აქვს მიყენებული. 

ცნობისთვის, თბილისში, ვაზისუბანში 30 წლამდე ქალი  24 მარტს დაჭრეს. 

 

მსგავსი სიახლეები