შიდა, მინი ფეოდალების დაკმაყოფილების მცდელობები - ბუჩუკური "ოცნების" საკანონმდებლო ინიციატივაზე
შიდა, მინი ფეოდალების დაკმაყოფილების მცდელობები - ასე ეხმაურება პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური "ოცნების" ცვლილებებს საარჩევნო კანონდებლობაში, რომლითაც მმართველი პარტია მაჟორიტარული არჩევნების შეცვლილი ფორმით უკან დაბრუნებას ცდილობს.
ბუჩუკური საუბრობს ასევე საკრებულოებისთვის დაწესებული 40 პროცენტიანი ბარიერის გაუქმებაზეც და აცხადებს, რომ "ოცნებას" 40%-იანი ზღვრის არსებობის ეშინია.
ეს შიდა მინი ფეოდალების დაკმაყოფილების მცდელობებია. ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი ცვლილება არის მეორე კომპონენტი საკანონმდებლო ინიციატივისა. ეს კიდევ უფრო ღიმილისმომგვრელია, რადგან, ერთის მხრივ "ოცნება" გამოდის და საზოგადოებას, უფრო სწორად საკუთარ ამომრჩეველს და აქტივს უმტკიცებს, რომ 60%-იანი მხარდაჭერა აქვს თურმე, მაგრამ 40%-იანი ზღვრის არსებობის ეშინია. ეს არის დადასტურება იმის, რომ 30%-საც ვერ აღწევენ", - ამბობს ანა ბუჩუკური.
"ქართული ოცნება" მაჟორიტარებს ვერ ელევა და მათ შეყვანას პარლამენტში კონსტიტუციის გვერდის ავლით ცდილობს. 2024-ის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება ქვეყნის მთავარი კანონით არის გარანტირებული, თუმცა ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ივანშვილის პარტიამ ყველაფერი გადაალაგა - მაჟორიტარებს სახელს შეუცვლიან, დელეგატებს დაარქმევენ და ასე ჩაწერენ სიაში.
იმის შიშით, რომ შესაძლოა მმართველი პარტიის კანდიდატებმა საკრებულებისთვის დაწესებული 40 პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახონ, ამ შეზღუდვას საერთოდ აუქმებენ. გამოსავალი აქაც მარტივად მოძებნეს. საკრებულოს დეპუტატად ჩაითვლება ის ,ვინც არჩევნებში სხვებზე მეტ ხმას დააგროვებს, ოღონდ არ აქვს მნიშვნელობა რამდენს.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი