თუ ქვეყანაში ბევრი ჩინელი ინვესტორი გეყოლებათ, დიდ შარში აღმოვჩნდებით - ფუკუიამა "ოცნებას" აფრთხილებს
თუ ქვეყანაში ბევრი ჩინელი ინვესტორი გეყოლებათ, დიდ შარში აღმოვჩნდებით - ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა "ოცნების" ხელისუფლებას აფრთხილებს. ფუკუიამამ თბილისში გამართულ კონფერენციაზე, საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ უთხრა, რომ ეკონომიკური დამოკიდებულება ისეთ გიგანტებზე, როგორიც რუსეთი და ჩინეთია, ქვეყანას დიდ საფრთხეს უქმნის.
ვფიქრობ, დიდ შარში აღმოვჩნდებით, თუ ქვეყანაში ბევრი ჩინელი ინვესტორი გეყოლებათ. ისინი არიან ძალიან რთული მომლაპარაკებლები. არსებობს ორი ათეული ქვეყანა, რომელზეც ჩინეთმა ძალიან უარყოფითი გავლენა მოახდინა მჭიდრო ეკონომიკური კავშირების გამო. ჩინეთი მათზე სერიოზულ ბერკეტებს მოიპოვებს. ჩინეთთან ურთიერთობა მაინც და მაინც ცუდი არ არის, მაგრამ თუ არ იცი რას აკეთებ შენ, შესაძლოა სერიოზუო პრობლემებში აღმოჩნდე. ასე დაემართა პაკისტანს, შრი ლანკას, არგენტინას და მრავალ ქვეყანას. მონტენეგროს უბედურებასთან სწორედ ჩინელი ინვესტორები არიან დაკავშირებულები, ასეთი რამ კი საქართველოში არ უნდა მოხდეს. რუსეთის ეკონომიკასთან კავშირი არავის დაეხმარება, მაგრამ მთავარი ეკონომიკური კონკურენცია დასავლეთსა და ჩინეთს შორი არის. ამიტომ ჩინეთთან სიღრმეებში შესვლა ძალიან სახიფათო იქნება", - განაცხადა ფუკუიამამ.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი