ივანიშვილს, პოლიტიკაში დაბრუნებით ოლიგარქის სტატუსი არ ჩამოერთმევა - ფუკუიამა
ივანიშვილს, პოლიტიკაში დაბრუნებით ოლიგარქის სტატუსი არ ჩამოერთმევა - ამის შესახებ თბილისში, ამერიკელმა პოლიტოლოგმა ფრენსის ფუკუიამამ განაცხადა.
პოლიტოლოგმა პირდაპირ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი გავლენებს ფულით ყიდულობს და ოლიგარქი საქართველოში დემოკრატიის განადგურებაში დაადანაშაულა.
ფუკუიამას თქმით, "ოცნების" დამფუძნებელი, საქართველოს სულს სხვა მიმართულებით მიაქანებს და არა იქით, საითაც ქართველ ხალხს სურს.
ქართველი ხალხი უმრავლესობას უნდა ევროპასთან და ამერიკასთან დაახლოება, მაგრამ თქვენ გყავთ ეს ერთი კაცი, რომელიც მიგაქანებთ სხვა მიმართულებით და ეს ნიშანვს იმას, რომ თქვენი პოლიტიკა არ არის გამჭვირვალე. მთავრობა არ გამოხატავს ხალხის სურვილს და თქვენ ამ კუთხით კარგ მდგომარეობაში არ ხართ. ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებით ოლიგარქის სტატუსი არ ჩამოერთმევა. ის გავლენებს ფულით ყიდულობს, ეს კი ანადგურებს საქართველოში დემოკრატიას. თქვენ მალე გექნებათ არჩევნები, ლიბერალულრი პოლიტიკური პარტიები უნდა შეერთდნენ, ვიცი რომ ახლა ეს არ გამოსდით , მაგრამ ასე მოიქცნენ პოლონეთში პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც არჩევნებში გამარჯვება მოიპოვეს. ეს არის მოდელი რომელსაც სხვა დემოკრატიულმა ქვეყნებაც უნდა მისდიონ", - განაცხადა ფუკუიამამ.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი