მჯერა, დღეს ბიჭები გამარჯვებაში სულს და გულს ჩადებენ და ქართული ფეხბურთის ისტორიის ახალ ფურცელს დაწერენ - კობახიძე
"ოცნების" ახდენამდე ნახევარი ნაბიჯი გვაშორებს. საუკეთესო გუნდი გვყავს, რომელსაც გამარჯვების ჟინი აქვს და მოგება შეუძლია. მჯერა, რომ დღეს ბიჭები გამარჯვებაში სულს და გულს ჩადებენ და ქართული ფეხბურთის ისტორიის ახალ ფურცელს დაწერენ. მჯერა, რომ დღეს საქართველო გაიმარჯვებს - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს არასდროს დაუკარგავს ქართველი საფეხბურთო გენის და ჩვენი ბიჭების რწმენა, რომ ისინი ერთხელაც აუცილებლად აგვიხდენენ ოცნებას.
„საქართველოს ნაკრებმა თავისი პირველი ოფიციალური მატჩი ზუსტად 30 წლის წინ, 1994 წელს ითამაშა. ნაკრები ჩვენს თვალწინ დაიბადა და გაიზარდა. ყველას კარგად გვახსოვს, ჩვენი ნაკრების თითოეული გადადგმული ნაბიჯი, თითოეული გამარჯვება, თითოეული გოლი, რომელიც გულში ოცნების ახდენის იმედს გვინახავდა და გვიღვივებდა.
30 წლის განმავლობაში, 14-ჯერ ვცადეთ მსოფლიოსა და ევროპაზე გასვლა, მაგრამ ოცნება ვერც ერთხელ ვერ ავიხდინეთ, თუმცა ერთგულ გულშემატკივარს ნაკრები ერთი წამითაც არ მიგვიტოვებია. არასდროს დაგვიკარგავს ქართველი საფეხბურთო გენის და ჩვენი ბიჭების რწმენა, რომ ისინი ერთხელაც აუცილებლად აგვიხდენენ ოცნებას, ახალ 13 მაისს გვაჩუქებდნენ.
ახლა ამ "ოცნების" ახდენამდე ნახევარი ნაბიჯი გვაშორებს. საუკეთესო გუნდი გვყავს, რომელსაც გამარჯვების ჟინი აქვს და მოგება შეუძლია. მჯერა, რომ დღეს ბიჭები გამარჯვებაში სულს და გულს ჩადებენ და ქართული ფეხბურთის ისტორიის ახალ ფურცელს დაწერენ. მჯერა, რომ დღეს საქართველო გაიმარჯვებს“,-აღნიშნა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი