მაჟორიტარობა ქვეყანაში აუცილებელია - ბეჟან წაქაძე
მაჟორიტარობა ქვეყანაში აუცილებელია - ამის შესახებ "ოცნების" დეპუტატმა რიმა ბერაძემ "ოცნების" ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.
წაქაძე ამბობს, რომ რაიონეში ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ არის მათიწ არმომადგენელი პარლამენტში.
რაც შეეხება 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას, წაქაძის თქმით, "ოცნებას" არაფრის არ ეშინია, რადგან ამჟამინდელი სტატისტიკით, უკვე ძალიან დიდი პროცენტით იგებს არჩევნებს.
მაჟორიტარობა აუცილებელია ქვეყანაში, იმიტომ, რომ თქვენ არ გიმუშავით რეგიონებში და კარგი იქნება თუ კარგად გაეცნობით იქ არსებულ მდგომარეობას. მე ხომ 4 რაიონის მაჟორიტარი ვარ და ჩემი პრაქტიკიდან გეუბნებით, ადამიანებმა რაიონებში უნდა იცოდნენ ვინ არის მისი წარმომადგენელი პარლამენტში. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამ 40 პროცენტს, თუ გადახედავთ სტატისტიკას, "ოცნება" ძალიან დიდი პროცენტით იგებს. როდესაც 40%-ს აიღებს პირველ ტურში, დარწმუნებული იყავით, რომ მეორე ტურში მას კონკურენტი არ ჰყავს", - ამბობს ბეჟან წაქაძე.
"ქართული ოცნება" საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას გეგმავს. პარლამენტში ინიცირებულია პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. ის პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
კანონპროექტში კიდევ ერთი ცვლილება შედის. კერძოდ, ცნობილია რომ 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს და ქვეყანას მაჟორიტარები აღარ ეყოლება, "ოცნებას" კანონში მაჟორიტარის ნაცვლად შემოაქვს მცნება "დელეგატი".