"გასწავლით ვინ არის ფუკუიმა"- დეკანოიძე "ოცნებას"
ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე "ქართულ ოცნებას" უხსნის, ვინ არის ფრენსის ფუკუიამა და რატომ არის მისი განცხაებები ანგარიშგასაწევი. მისი თქმით, ფუკუიამა აბსოლუტურად სწორ განცხადებებს აკეთებს, როდესაც ამბობს, რომ ივანიშვილი ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს და ქვეყანას არაფირმალურად მართავს.
„ქართულ ოცნებას“ ვასწავლი, შემიძლია ვუთხრა, ვინ არის ფუკუიამა. ფუკუიამა არის გამოჩენილი მეცნიერი, რომელიც არის სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი და სრულიად ვეთანხმები ფუკუიამას. დიახ, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც არ არის მმართველი რეალური, მაგრამ არაფორმალურად მართავს სახელმწიფოს და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე. მე მესმის, „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან მტკივნეულია, როდესაც ყველაზე ცუდი, მახინჯი მმართველობის ფორმაზე უთითებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და მსოფლიო, ოპოზიცია, ნებისმიერი კრიტიკულად განწყობილი ადამიანი, მაგრამ ეს არის რეალობა, - ამბობს დეკანოიძე.
მსოფლიოში ცნობილი პოლიტიოლოგი ფრენსის ფუკუიამა საქართველოს განვითარების მთავარ დაბრკოლებად ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გავლენას ასახლებს. თბილისში ფორუმზე ჩამოსულმა ფუკუაიმამ პირდაპირ თქვა, რომ ოლიაგარქი ივანიშვილი ქართველი ხალხის აზრს არ გამოხატავს, რამაც "ქართული ოცნება" გააღიზიანა და ცნობილი პოლიტიკოსი "ფსევდო ლიბერალად" გამოაცხადა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი