ჯერ არც დაგვიწყია საარჩევნო კამპანია და უკვე რეიტინგებში 53-55 %-ის ფარგლებში ვართ - ზარქუა
"თუ გინდათ ავწევთ, თუ გინდათ დავწევთ, ეს მათთვისაა, თორემ ჩვენ ისეთსაც დავტოვებთ, პრობლემა არაა" - მმართელი გუნდის დეპუტატი ირაკლი ზარქუა ირწმუნება, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას "ოცნება" ოპოზიციისთვის აპირებს.
ზარქუა უკვე "ოცნების" წინასაარჩევნო სტატისტიკაზეც ალაპრაკდა და განაცხადა, რომ ამ დროის მონაცემებით, მმართველი გუნდს უვკე 53-55 % აქვს.
ჩვენ პირიქით, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ამ ხელმოცარულებსაც და პატარა პარტიებსაც მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ადგილობრივ არჩევნებზე თავისი კანდიდატები გაიყვანონ. ეს სამსჯელო თემაა, ეს არ არის გადაწყვეტილი. თუ გინდათ 30-ზე დავაგდებთ. თუ გინდათ ავწევთ, თუ გინდათ დავწევთ, მოდი ვიმსჯელოთ. ეს მათთვისაა, თორემ ჩვენ ისეთსაც დავტოვებთ, პრობლემა არაა. როგორც არასდორს, ისეა საქართველოს მმართველი პარტია რეიტინგში წინ, დაწინაურებული. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეთ. ჯერ არც დაგვიწყია საარჩევნო კამპანია და უკვე რეიტინგებში 53-55 %-ის ფარგლებში ვართ", - ამბობს ზარქუა.
"ქართული ოცნება" საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას გეგმავს. პარლამენტში ინიცირებულია პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. ის პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
კანონპროექტში კიდევ ერთი ცვლილება შედის. კერძოდ, ცნობილია რომ 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს და ქვეყანას მაჟორიტარები აღარ ეყოლება, "ოცნებას" კანონში მაჟორიტარის ნაცვლად შემოაქვს მცნება "დელეგატი".