"ოცნებამ" ფეოდალების დროებით გასაჩუმებლად გაურკვეველი ფორმულა მოიფიქრა - კუპრაძე

26.03.24 13:49
"ოცნებამ" ფეოდალების დროებით გასაჩუმებლად გაურკვეველი ფორმულა მოიფიქრა - კუპრაძე

"ოცნებამ" ფეოდალების დროებით გასაჩუმებლად გაურკვეველი ფორმულა მოიფიქრა - ამის შესახებ "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ "ოცნების" ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

კუპრაძის თქმით, "ოცნებას" 2024 წლის არჩევნებში სასოწარკვეთილ მდგომარეობაში აგდებს.

ეს ყველაფერი მიუთითებს "ოცნების" სასოწრკვეთილ მდგომარეობაზე. ცალსახაა, რომ "ქართული ოცნება" იაზრებს, მას არ ექნება შესაძლებლობა პროპორციულ საპარლამენტო სიაში ასახოს ყველა ეს ფეოდალი. მათ არ ექნებათ ამდენი მხარდაჭერა და ამდენი საპარლამენტო მანდატი, რის ხარჯზეც მოიფიქრეს ახალი გაურკვეველი ფორმულა, რის ფარგლებშიც ფეოდალებს დროებით მისცემენ შესაძლებლობას, რომ იყვნენ ჩუმად და პარალელურად, მისცემენ პერსპექტივას, რომ მოხვდნენ მომდევნო მოწვევის პარლამენტში", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

"ქართული ოცნება" საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას გეგმავს. პარლამენტში ინიცირებულია პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. ის პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

კანონპროექტში კიდევ ერთი ცვლილება შედის. კერძოდ, ცნობილია რომ 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს და ქვეყანას მაჟორიტარები აღარ ეყოლება, "ოცნებას" კანონში მაჟორიტარის ნაცვლად შემოაქვს მცნება "დელეგატი". 

მსგავსი სიახლეები