"ოცნებას" შიშის და ფინანსური რესურსის მობილიზების მომენტი აქვს, ამიტომ უნდა დე-ფაქტო მაჟორიტარული სისტემის შემოღება - დეკანოიძე
"ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ "ოცნებას" ეშინია და სწორედ ამიტომ გეგმავს მაჟორიტარული სისტემის შემოღებას.
დეკანოიძე საუბრობს მმართველი პარტიის მხრიდან საარჩევნოდ ფინანსური რესურსის მობილიზებაზეც.
ოპოზიციონერი ლიდერი ასევე ამბობს, რომ მეორე ტურში ოპოზიციის გაერთიანებული კანდიდატების წინააღმდეგ რომ არ მოუწიოს "ოცნებას" დადგომა, სწორედ ამიტომ აპირებს ცვლილებებს კანომდებლობაში.
ეს არის დე-ფაქტო მაჟორიტარული სისტემის შემოღება. იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ სამაჟორიტარო ოლქში იყვნენ 2020-ში, ეს ადამიანები ყველა მუშაობდა ფინანსური რესურსით "ქართული ოცნების" სასარგებლოდ და ამ ადამიანებს კვლავ დაავალდებულებენ, იმისთვის, რომ "ოცნების" სიებში აღმოჩდნენ, ეს ფინანსური რესურსი კვლავ დახარჯონ "ოცნების" სასარგებლოდ. თუ პირველ ტურში ვერ მოხერხდა, მეორე ტურში ოპოზიციის გაერთიანებული კანდიდატების წინააღმდეგ აღარ მოუწიოთ დადგომა. ეს არის და ეს. მე ვფიქრობ, რომ ეს რაღაცა შიშის მომენტია და ფინანსური რესურსის კიდევ უფრო მობილიზების", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
"ქართული ოცნება" საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას გეგმავს. პარლამენტში ინიცირებულია პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. ის პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
კანონპროექტში კიდევ ერთი ცვლილება შედის. კერძოდ, ცნობილია რომ 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს და ქვეყანას მაჟორიტარები აღარ ეყოლება, "ოცნებას" კანონში მაჟორიტარის ნაცვლად შემოაქვს მცნება "დელეგატი".