ხმაური ბათუმის საკრებულოში - დეპუტატებმა ერთმანეთს აგინეს და ბოთლები ესროლეს
ბოთლების სროლა, გინება და ჩხუბი ბათუმის საკრებულოში - სხდომათა დარბაზში ერთმანეთს გახარიას პარტიის და "ოცნების" დეპუტატები დაუპირისპირდნენ. ჩხუბის მიზეზი მშენებლობის ნებართვების გაცემის წესში დაგეგმილი ცვლილებები გახდა. მმართველი პარტიის აგრესია ოპოზიციის კითხვას მოჰყვა. პარტია "საქართელოსთვის" წევრი აკაკი ღვინიანიძე დაინტერესდა, იყო თუ არა იმ ტერიტორიებზე, სადაც მშენებლობის ნებართვები გაიცემა, იყო თუ არა გათვალისწინებული ადგილები ავტოსადგომებისთვის.
ოპოზიცინერი დეპუტატის კითხვამ "ქართული ოცნება" გააღიზიანა. ჯერ ერთმანეთი გალანძღეს, შემდეგ კი ბოთლები ესროლეს. მამაკაცი დეპუტატების გაშველება ქალ დეპუტატებს მოუწიათ.
მომხდართან დაკავშირებით ინციდენტში მონაწილე მხარეებს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი