"უზრუნველვყოფ, რომ არ ეწეროს" - მამუკა მდინარაძეს სიტყვა "დელეგატი" არ მოსწონს

26.03.24 15:34
"უზრუნველვყოფ, რომ არ ეწეროს" - მამუკა მდინარაძეს სიტყვა "დელეგატი" არ მოსწონს

მამუკა მდინარაძეს სიტყვა "დელეგატი" არ მოსწონს - უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ყველაფერს უზრუნველყოფს პირადად, რომ ეს სიტყვა კანონპროექტშია რ ეწეროს.

რაც შეეხება ოპოზიციის პროტესტს "ოცნების" დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპონენტები ვერ აზროვნებენ და პიარულ სისულელეებს ლაპარაკობენ

ოპოზიციაში რომ ხარ, თან 2 პროცენტი რომ გაქვს და უნდა იზრუნო, რომ იქნება 3-4 მაინც მქონდესო და ვიღაცას შეეკრა მერე, როგორც ეხლა არიან შეკრულები ფარულად, მერე იქნება ღიად შეეკრან და მაჟორიტარები იქნება მაინც გაიყვანონ სადმე რომ, მეტი ჩართულობა და ინკლუზიურობა იყოს, ამის მაგივრად გამოდიან და რაღაც პიარულ სისულელეებს ლაპარაკობენ. ან ვერ აზროვნებენ, ან ვერ კითხულობენ, ან ისეთი მავნებლები არიან, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ახლა პარლამენტში კი არ ვართ, კანცელარიაში ვართო იძახოდ და უნდა დააჯერონ საზოგადოებას რუსული კანონისა არ იყოს და აი ასეთი მოცემულობის წინაშე ვართ. მე პირადად, გარანტირებულად გუნდში უზრუნველყოფ იმას, რომ მაგალითად, დელეგატი არ ეწერება. არ მომწონს მე ეგ სიტყვა, არარევლევანტურია, ბევრი მეთანხმება გუნდში", - ამბობს მამუკა მდინარაძე.

"ქართული ოცნება" საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას გეგმავს. პარლამენტში ინიცირებულია პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. ის პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

კანონპროექტში კიდევ ერთი ცვლილება შედის. კერძოდ, ცნობილია რომ 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს და ქვეყანას მაჟორიტარები აღარ ეყოლება, "ოცნებას" კანონში მაჟორიტარის ნაცვლად შემოაქვს მცნება "დელეგატი". 

მსგავსი სიახლეები