ნამდვილად ვგეგმავთ, რომ ჩვენი ლიდერები საარჩევნო კამპანიაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩავრთოთ - თალაკვაძე

26.03.24 15:45
ნამდვილად ვგეგმავთ, რომ ჩვენი ლიდერები საარჩევნო კამპანიაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩავრთოთ - თალაკვაძე

ნამდვილად ვგეგმავთ, რომ ჩვენი ლიდერები საარჩევნო კამპანიაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩავრთოთ - ამის შესახებ "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე ირწმუნება, რომ არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება და არავითარი ცვლილება ამასთან დაკავშირებით კანონში ინიცირებული არ არის.

ოპოზიცია განაგრძობს სპეკულაციებს ამ თემაზე. ჩვენ ვიქნებით პირველი, ვინც აი ამ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ახლა გამოდიან ორდღიანი იაფფასიანი კამპანიით ტერმინის ცვლილებასთან დაკავშირებით, როდესაც ისინი დაიწყებენ კამპანიას, ვნახავთ როგორ დაგეგმავენ ამას. ჩვენ ნამდვილად ვგეგმავთ, რომ ჩვენი ლიდერები საარჩევნო კამპანიაში ჩავრთოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით. არავითარი ცვლილება ამასთან დაკავშირებით კანონში არ გახლავთ ინიცირებული, რადგან როგორც ჩანს, არჩევნებში ელიან მარცხს და ეძებენ ყველანაირ გზას, როგორმე სხვა რამეს გადააბრალოდ ეს მარცხი", - აცხადებს არჩილ თალაკვაძე. 

"ქართული ოცნება" საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას გეგმავს. პარლამენტში ინიცირებულია პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. ის პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

კანონპროექტში კიდევ ერთი ცვლილება შედის. კერძოდ, ცნობილია რომ 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს და ქვეყანას მაჟორიტარები აღარ ეყოლება, "ოცნებას" კანონში მაჟორიტარის ნაცვლად შემოაქვს მცნება "დელეგატი". 

მსგავსი სიახლეები