მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხეშია - სევდია უგრეხელიძე კონგრესზე
დღეს, სტრასბურგში ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 46-ე სესია იმართება, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილი და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ თვითმმართველობათა კონგრესის ვიცე პრეზიდენტი სევდია უგრეხელიძე, როგორც საქართველოს დელეგატები ევროპის საბჭოს კონგრესზე, სიტყვით წარდგნენ.
სევდია უგრეხელიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშია:
მოვისმინე თქვენი პასუხები მიხეილ სააკაშვილის შესახებ, მაგრამ ეს არც საკმარისია და არც ადეკვატური ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშის თანახმად, კლინიკა „ვივამედში“ არსებული „სიტუაცია არის რეპრესიული, დამამცირებელი და არახელსაყრელი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
ძალიან ვწუხვარ, რომ ორი წლის განმავლობაში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრისგან არც ერთი სიტყვა არ მოვისმინეთ სააკაშვილის საქმეზე. საფრთხეშია არა მხოლოდ მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე - განსაკუთრებით ნავალნის სიკვდილის შემდეგ - არამედ ამ ინსტიტუტის - ევროპის საბჭოს სანდოობა. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, რადგან მე დიდი ხანია ამ ინსტიტუტში ვარ წარმოდგენილი და მჯერა ამ ინსტიტუტის, რომლის ქმედებები ჩემთვის და ქართველი ამომრჩევლისთვის არ არის საკმარისი.” - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი