"ამბობდნენ, რომ სკოლაში იყო ბომბი, ატყდა დიდი განგაში" - რა ხდება ქობულეთში
განგაში ქობულეთის სკოლებში - მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა საჯარო სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა. შენობებში ბომბს და ასაფეთქებელ მოწყობილობებს ეძებენ.
შეტყობინება სკოლების ადმინისტრაციებმა რუსულ ენაზე მიიღეს, რასაც შენობიდან მოსწავლეების ევაკუაცია და ადგილზე პოლიციის გამოძახება მოჰყვა.
როგორც "პირველებთან" სკოლის მოსწავლეები ყვებიან, შენობის დაცლა დირექციამ დილიდან დაიწყო, სავარაუდოდ, ბომბის არსებობის გამო.
ძალიან შეგვეშინდა, ატყდა დიდი განგაში, სკოლიდან გამოგვიშვეს და 10 წუთში სკოლა მთლიანად დაიცალა, მოვიდა პოლიცია და დაიწყეს წესრიგის დაცვა, როგორც შემდეგ გავიგეთ, გავრცელდა გზავნილები, სადაც ამბობდნენ, რომ სკოლაში იყო ბომბი, ეს მოხდა მაშინ, როცა პირველი გაკვეთილი იყო,“ - ამბობს ერთ-ერთი მოსწავლე.
სკოლის წარმომადგენელი "პირველებთან" ადასტურებს, რომ ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ინფორმაციის გამო დაიწყო სკოლის დაცლა დირექციამ.
გაგვაგებინეს, იყო დადებული საიტზე, რომ მოსალოდნელია ტერაქტი, ამიტომ მასწავლებლები და მოსწავლეები გამოიყვანა დირექტორმა. დაახლოებით, 2 საათზე. გავუშვით პოლიციის მოთხოვნით, პოლიციიდანაც იყვნენ, გვითხრეს, რომ თავი ავარიდოთ გართულებას, შემოწმება მოხდება კიდევ ალბათ და პრობლემა არ ყოფილა სკოლაში, არავითარი გართულება არ ყოფილა,“ - ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი, მადონა გოგიტიძე კი თავს იკავებს დეტალებზე საუბრისგან და ამბობს, რომ შესაბამისი უწყება გააკეთებს განცხადებას, თუ რა მოხდა სკოლებში.
არაფერი არ მომხდარა, პროცედურულ ნაწილს შეიცავს, როცა უსაფრთხოება ეჭვქვეშ დგება, სტანდარტულად ამოწმებენ. ვერაფერს დაგიდასტურებთ, არაფერი არ მომხდარა, დაველოდოთ იმ ორგანოს, რომელიც ალბათ, ოფიციალურად გააკეთებს განაცხადს, თუკი რამ იყო,“ - ამბობს მადონა გოგიტიძე.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლებთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ამ დრომდე მორიგეობენ, თუმცა მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ და ჟურნალისტებს პრესსამსახურთან ამისამართებენ.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი