"გულგრილი დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების მიმართ" - დეკანოიძე ხელისუფლებას აკრიტიკებს
ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საზრვარგარეთ საარცევნო უბნები არ დაამატოს, საკუთარი მოქალაქეების მიმართ "გულგრილობას" უწოდებს. ოპოზიციონერს არ ესმის, რატომ ვერ ახერხებს "ოცნება" საარჩევნო უბნების გაორმაგებას იმ ფონზე, როდესაც ეს ჯერ კიდევ 2018 წელს მოლდოვამ შეძლო.
პირდაპირ გვეუბნებიან, რომ კანონს არ აღასრულებენ და მე მართლა მაინტერესებს, რა უშლით ხელს იმისთვის, რომ ვთქვათ, გააორმაგონ ან გაასამმაგონ უბნების რაოდენობა თუ ეს მოლდოვამ შეძლო 2018 წელს. ეს არის პირველადი გულგრილობა და ძალიან მძიმე დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეების მიმართ, - ამბობს ხატია დეკანოიძე.
"ქართული ოცნება" ემიგრანტებს არცევნებში ხმის მიცემის უფლებას ართმევს. ივანიშვილის პარტიაში დღეს პირველად აღიარეს, რომ კანონი ვერ აღსრულდება და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებს ვერ გახსნიან. მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ 50 მოქალაქისთვის საარჩვენო უბნის გახსნა ვერ მოახერხდება და მსგავსი პრეცედენტი არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი