პუტინის რეჟიმი საქართველოს მოქალაქეს ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაში ადანაშაულებს - „ოცნება“ დუმს
წინასწარი პატიმრობა დაუწსრებლად და მოსალოდნელი მრავაწლიანი საჯელი - საქართველოს მოაქალაქისთვის გამოტანილი განაჩენი რუსული მედიის მთავარი თემაა. ალექსნდრე ინასარიძეს ყირიმის ხიდის აფეთქების თანამონაწილეობას ედავებიან. ინასარიძე იმ ტრაილერის მფლობელია, რომელითაც, რუსეთის მტკიცებით, ოკუპირებულ ყირიმში ასაფეთქებელი მოწყობილობები შეიტანეს. თუმცა ყირიმამდე სატვირთომ 4 ქვეყნის საზღვარი და საბაჟო შემოწმება გაიარა და იქ რაიმე საეჭო ვერც ერთ საზღვარზე ვერ ნახეს.
ინასარიძე დამნაშავედ კრემლმა წელიწადნახევრის წინ გამოაცხადა. რას აკეთებდა ამ დროის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ საკუთარი თანამოქალაქე დაეცვა მოსკოვის ბრალდებისგან. უმრავლესობის დეპუტატები საგარეო საქმეთა სამინიტროში გვამისამართებენ, დარჩიაშვილის უწყებას კი ამ დრომდე არცერთი სიტყვა არ უთქვამს. უფრო მეტიც, დღეს უმრავლესობის ლიდერმა არ გამორიცხა, რომ ალექსანდრე ინასარიძე დამნაშავეა და მოსკოვის სასამართლომ მიმართ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.