გადამწყვეტი ვერდიქტის მოლოდინში - გაუშვეს თუ არა სამართლიანად თავდაცვის უწყებიდან ადამიანები, ვინც სისტემა ამხილა?
გადამწყვეტი ვერდიქტის მოლოდინში - 10 აპრილს საქალაქო სასამართლომ უნდა თქვას, სამართლიანი იყო თუ არა თავდაცვის სამინისტროდან იმ თანამშრომლების გაშვება, ვინც სისტემა ამხილეს. უკვე მეორე წელია დიდი სტაჟის მქონე ადამიანები უწყების მაღალჩინოსნებს ჯარისკაცების უვარგისი საკვებითა და ტანსაცმლით მომარაგებაში ადანაშაულებენ. გაშიფრული აქვთ სავარაუდო კორუფციული სქემა, რომლის ერთ-ერთი ფიგურანტი, მათი მტკიცებით, თავდაცვის ექსმინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც იყო.
საქმემ სამი ინსტანცია მოიარა და ახლა ისევ საქალაქოში დაბრუნდა, თუმცა არცერთხელ არ დაუკითხავთ "ოცნების" ორი ექსმინისტრი, რომლებსაც სავარაუდო კორუფციულ გარიგებაში ამხელენ.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი