საარჩევნო უბნები ყველგან ვერ გაიხსნება - „ოცნების“ უარი ემიგრანტებს
ემიგრანტების ხმებით შეშენებული "ოცნება" მზად არის, კანონი დაარღვიოს. ხელისუფლება საზღვარგარეთ გადახვეწილ თანამოქალაქეებს ხმის უფლებას ართმევს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ემიგრაციის და ოპოზიციის მოთხოვნებს წერტილი დაუსვა. კანონი ვერ აღსრულდება და ყველგან, სადაც 50 ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს, უბანი ვერ გაიხსნება. ეს არის მმართველი გუნდის პასუხი იმ ასი ათასობით საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას ითხოვს. უარის მიზეზი გასაგებია - "ოცნებისთვის" ემიგრაციის ხმები ხელისუფლების დაკარგვის ტოლფასია.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი