ყველგან ღიღინი ისმოდა - გამარჯვების გზებზე ვდგებით, იქნებ მართლა ვდგებით გამარჯვების გზებზე - ჩიხრაძე
„სადაც არ გაიხედავ ყველგან ეს ღიღინი ისმოდა - გამარჯვების გზებზე ვდგებით, იქნებ მართლა ვდგებით გამარჯვების გზებზე,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ ლელოს წევრი ფიქრია ჩიხრაძე აკეთებს.
ფიქრია ჩიხრაძე საქართველო-საბერძნეთის მატჩს ეხმაურება, რომელიც ახლა „დინამო არენაზე“ მიმდინარეობს.
მე არ ვარ ფეხბურთის ფანი, მაგალითად, მსოფლიო ჩემპიონატებს იშვიათად ვუყურებ, მაგრამ მე ვარ ჩვენი გუნდების გულშემატკივარი და გამარჯვების გულშემატკივარი. სადაც არ გაიხედავ ყველგან ეს ღიღინი ისმოდა - გამარჯვების გზებზე ვდგებით, იქნებ მართლა ვდგებით გამარჯვების გზებზე, იმიტომ, რომ საქართველოს ძალიან სჭირდება გამარჯვებების ემოცია. საქართველო ძლიან დიდი ხანია განიცდის დამარცხების სტიგმას და ეს ყველაფერზე მოქმედებს.
ჩვენს თაობას ახსოვს დიდი სიხარულები - თბილისის დინამოსთან დაკავშირებული. მართლა ეს ისეთი ემოცია არის, რომ წარმოუდგენელია ერთიანი დიდი სიხარული არ იყოს და ეს გამაერთიანებელი ამბებიც გვჭირდება,“ - ამბობს ფიქრია ჩიხრაძე.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი