მგონია, რომ ჩვენ უნდა მოვიგოთ, სხვანაირად არ შეიძლება, ჩვენ უფრო გვეკუთვნის - ყურუა
„ეს არის ჩვეულებრივ საფეხბურთო მატჩზე უფრო მეტი,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ ბორის "ჩელე" ყურუა აკეთებს.
ყურუა ეხმაურება საქართველო-საბერძნეთის მატჩს, რომელიც ამ წუთებში "დინამო არენაზე“ მიმდინარეობს.
ჩვენ გვჭირდება გამარჯვებები, არ გვაქვს და დავიჯერეთ, რომ ჩვენ ქართველები რაღაცნაირი ხალხი ვართ, ევროპელები უკეთესები არიან, ჩვენ მარტო მოსაპარად დავდივართ, თითქოს ვიღაცები ჩვენზე მოწესრიგებული, ჭკვიანები არიან, მათ შორის ასეთი გამარჯვება, რომ დაინახონ, ისინი რასაც აკეთებენ ჩვენც ვაკეთებთ, ჩვენც გავდივართ მაგათ ჩემპიონატზე, ჩვენც კარგი გუნდი გვაქვს, მგონია, რომ ესეც დააჯერებს და რწმენას გაუჩენთ, რომ არავისზე ცუდები არ ვართ, შეიძლება სუფრაზე რომ სადღეგრძელოების დროს, ისეთი მაგრები არ ვიყოთ, მაგრამ არავისზე ცუდები არ ვართ, ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, იმ ერის ნაწილი ვართ, რომელსაც უნდა, რომ ევროპის ოჯახის ნაწილი გახდეს.
მგონია, რომ ჩვენ უნდა მოვიგოთ, სხვანაირად არ შეიძლება, ჩვენ უფრო გვეკუთვნის, დავიმსახურეთ, წაღებული აქვთ ამ ქვეყნიდან ბერძნებს რაღაც, რაც კარგი იქნება, რომ დაგვიბრუნონ და ახლა მოვიდა ვალის გადახდის დრო,“ - ამბობს ყურუა.