მართლა არის დღეები, როცა შეგვიძლია ვიყოთ ერთი გუნდი, გამარჯვება გვჭირდება - კაპანაძე
"მართლა არის დღეები და მომენტები ჩვენი ისტორიის განმავლობაში, როცა შეგვიძლია ვიყოთ ერთი გუნდი - იმიტომ, რომ ფეხბურთი გვაერთიანებს, ქვეყანა გვაერთიანებს, ეროვნული ნაკრები გვაერთიანებს," - ამ განცხადებას "რეაქციაში" „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ გააკეთა.
როგორც კაპანაძე ამბობს, ქვეყანას გამარჯვებები სჭირდება და იმედოვნებს, რომ დღეს საქართველოს ნაკრები მოიგებს.
არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიის წარმომადგენელი ვართ დღეს, იმიტომ, რომ დღეს არიოს ის დღე, როცა ჩვენს ქვეყანას უნდა ვუგულშემატკივროთ - იქნებ გაიტანოს ან ჩაკვემ, მან ბუდუმ, ან კვარამ ოღონდ გაიმარჯვონ, ეს არ იქნება რომელიმე პარტიის გამარჯვება - მართლა უნდა დაიწყოს ისეთი ეტაპი ჩვენს ქვეყანაში, რომ გამარჯვებები მიეწყოს ერთმანეთზე, გამარჯვება გვჭირდება - შეიძლება ხალხი დაიღალა პრობლემებით, უმუშევრობით, ემიგრაციით - გავიგეთ ეს ყველაფერი, მაგრამ გამარჯვებები უნდა დაიწყოს, უნდა შეიცვალოს ეს მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია,“ - ამბობს გიორგი კაპანაძე.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი