დღეს მინდა, ბერძნები იყვნენ იმ ფორმაში, როგორ ფორმაშიც ბატონი ომარი და მისი გემი არის იმ ვიდეოში - ცამციშვილი
„დღეს მინდა, ბერძნები იყვნენ იმ ფორმაში, როგორ ფორმაშიც ბატონი ომარი და მისი გემი არის იმ ვიდეოში,“ - ამ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თემურ ცამციშვილი „რეაქციაში“ აკეთებს.
ცამციშვილი საქართველო-საბერძნეთის მატჩს ეხმაურება და იმედოვნებს, რომ საქართველოს ნაკრები გაიმარჯვებს. ცამციშვილმა ისაუბრა იმ ვიდეოზეც, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც ყოფილი დეპუტატი, ომარ ნიშნიანიძე მის მიერვე აგებულ გემშია, რადგან "არგოს" აგების დროს ნიშნიანიძე აცხადებდა, რომ მისი მიზანი "არგონავტების" გზის ნაწილის გავლა და ამ თემის პოპულარიზაცია იყო.
ყველანი ისტორიული მომენტის წინაშე ვდგავართ. ცხოვრება უფრო მეტად არის აწმყო, ვიდრე წარსული და მომავალი. ზოგი იუმორით, ზოგი სერიოზულად, ყველას თავისი მეთოდი აქვს გამოხატვის, მაგრამ ყველას რაღაც გვაერთიანებს,“ - ამბობს ცამციშვილი.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი