მინდა, გთხოვოთ, დავზოგოთ ფული და ყველანი გერმანიაში - თხოვნა გულშემატკივრებს
ეროვნული ნაკრების წევრები გულშემატკივრებს გერმანიაში მომდევნო თამაშზე წასვლისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ თხოვნა ეროვნული ნაკრების წევრებმა რესპუბლიკის მოედანზე გაახმოვანეს, სადაც ისტორიულ გამარჯვებას მოსახლეობასთან ერთად ზეიმობენ.
"მინდა, გთხოვოთ, დავზოგოთ ფული და ყველანი გერმანიაში," - მიმართა ფეხბურთელმა გულშემატკივარს.
ეროვნული ნაკრების წევრბმა გულშემატკივართან ერთად საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა - ისტორიული მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.
"სიხარულისგან აღარ ვარ. კიდევ მეტი გამარჯვებები, წარმატებები! დიდება საქართველოს!" - ასეთია საქართველოს ისტორიული გამარჯვების შემდეგ გულშემატკივრების რეაქციები.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი