"გააძლიერეთ ძალისხმევა რეფორმების გასახორციელებლად" - COSAC-ის დოკუმენტი
სასამართლო და საარჩევნო რეფომა, კანონის უზენაესობა და 9 დათქმის შესრულება - მხოლოდ ამ პირობების შესრულების შემთხვევაშია ევროკავშირი მზად, საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას. ამ საკითხებზე იყო მსჯელობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების შეხვედრაზეც. პლენარულ სხდომაზე მიიღეს დოკუმენტიც, სადაც ევროკავშირის გაფართოების პროცესს მხარი დაუჭირეს და პირობების შესრულების შემეთხვევაში საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაც დადებითად შეფასეს.
მოუწოდებს მუშაობისკენ საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე, დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის შესაბამისად. იგი მოუწოდებს წევრობის კანდიდატებს, ევროკავშირის დახმარებით გააძლიერონ რეფორმებისთვის ძალისხმევა, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად. ამავდროულად, უნდა განხორციელდეს აუცილებელი რეფორმები, რათა გაფართოებულმა ევროკავშირმა გააგრძელოს ეფექტიანად ფუნქციონირება ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე", - წერია დოკუმენტში.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი