ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე კონკურსი გამოცხადდა - ოპოზიცია პროცესს "ფარსად" აფასებს
„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი თაღლითობა - პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო ადმინისტრაციის შეფის პოსტზე კონკურსი გამოცხადა და მსურველებს განაცხადების შეიტანისკენაც მოუწოდა. ამის მიუხედავად, ოპოზიცია ამბობს, რომ ეს ფორმალური პროცესია, რადგან ხელისუფლებას ისედაც გადაწყვეტილი აქვს, რომ არჩევნები გიორგი კალანდარიშვილს ჩაატარებინოს. მათი თქმით, ბოლო სიტყვა მაინც შალვა პაპუაშვილზეა.
"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით და ამ საარჩევნო რეფორმის მიღებით გადაადგმევინა ქვეყანას ნაბიჯი უკან ევროკავშირის 9 დათქმიდან მე-4-ს შესრულება, სამწუხაროდ, უკვე შეუძლებელია. შესაბამისად, ამ რეფორმის საფუძველზე განხორციელებული ნებისმიერი ნებისმიერი პროცესი არის ფარსი. ის კონკურსი, რომელიც გამოაცხადა ახლა პარლამენტის თავმჯდომარემ, რათა შეარჩიოს ის კანდიდატები, რომლებიც მას, როგორც მმართველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს მოეწონება და შემდეგ წარუდგინოს პარლამენტს, სადაც მისივე პოლიტიკური პარტია შეძლებს 5 წლის ვადით აირჩიოს ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს წევრები. შესაბამისად, ყველა მსგავსი ქმედება არის ფარსი და მოწამლული ხის ნაყოფი, - ამბობს "ლელოს" წევრი გიორგი სიორიძე.
პროცესს უნდობლობას უცხადებს არასამთავრობო სექტორიც. ოპოზიციის მსგავსად ისინიც ამბობენ, რომ პროცესი არალეგიტიმურია და კონკურსი მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურად ჩატარდება.
"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ნინო დოლიძე ამბობს, რომ მნშივნელოვანია კონკურსში მონაწილეობა ისეთმა კანდიატებმა მიიღონ, რომელთაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხარაჭერა აქვთ და მაღალი საზოგადოებრივი ნდობით სარგებლობენ.
ჩვენ არც ვყოფილვართ მიწვეული ამ შესარჩევ კომისიაში და არც გვქონდა მოლოდინები, თუმცა ვნახავთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია. წინასწარ ძალიან რთულია ამ ყველაფრის შეფასება. ძალინ მნიშვნელოვანია, რომ ცესკოს თავმჯდომარეობაზეც და პროფესიულ წევრებზეც მაღალი კონკურსი იყოს და შეიტანონ ისეთმა კანდიდატებმა, რომელთაც მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვთ და აქვთ მხარდაჭერა ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან, იმიტომ, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცესკოს მიმართ ნდობას უზრუნველყოფს მრავალპარტიული და მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, - ამბობს ნინო დოლიძე.
"ქართული ოცნება" კი ამტკიცებს, რომ ოპოზიციის ბრალდებები არასერიოზულია.
ოპოზიციისთვის და თქვენი ტელევიზიებისთვის, მემგონი, გუშნდელი ფეხბურთის მოგებაც ფარსია, იმიტომ, რომ ყველაფერ რეალურს ამგვარად აფასებთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ, რომ არასერიოზულია, გამოცხადდა კონკურსი, რომელიც ღიაა მსურველებისთვის და პროცესი წარიმართება ისე, როგორც ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა და წარიმართება საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით და არა ისე, როგორც ოპოზიციას სურს, - ამბობს ნინო წლიოსანი.