რომელი კანონების მიღებას აანონსებს სააკაშვილი გადამწყვეტ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში
რომელი კანონების მიღებას აანონსებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი გადამწყვეტ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში - მიხეილ სააკაშვილი უმუშევრობის პრობლემაზე საუბრობს.
"ემიგრანტები სამშობლოში უნდა დავაბრუნოთ"- თქვა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს.
პირველი კანონი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, ეს იქნება კანონი საპენსიო სესხების განულების შესახებ. იმიტომ რომ ეს არის სრულიად არაადამიანური სისტემა საპენსიო სესხების და ახლა ვითომ რომ მოაკლეს რამდენიმე პროცენტი, ჩემ ნაცნობებს, ცოლ-ქმარი არიან, ერთ მოაკლეს 5 ლარი, მეორეს მოაკლეს 6 ლარი და ამას ეძახიან საპენსიო სესხების პროცენტის შემცირებას"- ავცადებს მესამე პრეზიდენტი.
სააკაშვილის თქმით, შეიქმნება ბიზნესის სტიმულირების ფონდი.
ქართველები აღარ წავიდნენ საქართველოდან და ვინ წასულია ის დაბრუნდეს", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა. და დასძინა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები უნდა გადავიდეს კერძო საკუთრებაში.
"შემდეგი კანონი ეს იქნება ამნისტია, სააკაშვილისთვის არ კეთდება ეს", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი