მევახშეების დიქტატურა უნდა დასრულდეს, ხალხი უნდა დაუბრუნდეს ქვეყნის მართვას - სააკაშვილი მობილიზებაზე საუბრობს
ქართველი ხალხი უნდა დაუბრუნდეს ქვეყნის მართვას და ამისთვის საჭიროა მობილიზება - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ჩვენთვის ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა კონსოლიდაცია, ჩვენ ვერაფერი გაგვტეხს, - მიმართა საააკაშვილმა მხარდამჭერებს.
სააკაშვილი ამბობს, რომ არავითარი რეპრესიების და დაკავების არ ეშინია.
მე არ მეშინია არანაირი რეპრესიების და შემდგომი ციხის იმიტომ, რომ კარგად ვიცი, ეს გზა, რომელსაც ჩვენ ვადგავართ, არის ის გზა, რომ აგერ, ოჩამჩირეში აგვიშენეს პორტი ივანიშვილის მმართველობის 12 წლის თავზე, რომელმაც ბათუმში გააჩერა სუპერ თანამედროვე პორტის მშენებლობა, გააჩერა ფოთის აეროპორტის მშენებლობა, ლაზიკის პორტის მშენებლობა. აი, ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ მივიღეთ ოჩამჩირეში ეს უბედურება. რომ ყოფილიყო ეს პორტები, ვერავინ გაბედავდა ამის გაკეთებას იმიტომ, რომ მთელი მსოფლიოს ინტერესი იქნებოდა ამ ყველაფერში ჩადებული"- თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, "ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ":
და კიდევ ერთი, არ შეიძლება საქართველოს ბედს წყვეტდნენ მევახშეები. ერთი მთავარი მევახშე იყო სათავეში. ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ. საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ქართველი ხალხი უნდა დაუბრუნდეს ჩვენი ქვეყნის მართვას, ამისთვის ჩვენ გვჭირდება მობილიზება“,- დასძინა სააკაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი