9 თვის განმავლობაში პროკურატურამ ჩემს წინააღმდეგ მტკიცებულებები ვერ წარადგინა, საქმე უნდა შეწყდეს - ბაჩიაშვილი
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ პროკურატურამ 9 თვის განმავლობაში მის წინააღდეგ მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. საქმე ეხება ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის სარჩელს, რომელიც მას ფულის ბიტკოინებში დაბანდებასაც ედავება.
ბაჩიაშვილი იმედოვნებს, რომ მოსამართლე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და აბსურდულ პროცესს შეაჩერებს.
ეს პროცესი გადაიდო ზუსტად 4-ჯერ და ბოლო 9 თვის განმავლობაში პროკურატურამ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება ჩემს წინააღმდეგ. მე იმედს ვიტოვებ, რომ მოსამართლე იქნება სამართლიანი და შეაჩერებს ამ პროცესს. საქმე უნდა შეწყდეს, - თქვა ბაჩიაშვილმა პროცესის დაწყების წინ.
საქალაქო სასამართლოში წუთი-წუთზე ივანიშვილი-ბაჩიაშვილის პროცესი იწყება. დღევანდელ პროცესზე მხარეები მტკიცებულებებს წარადგენენ. გამოკითავზეა დაბარებული ბიძინა ივანიშვილიც. ქვეყნის არაფორმალური მმართველი პროკურტურის მოწმეთა სიაშია და სხდომათა დარბაზში ჩვენების მიცემა, სავარაუდოდ, ერთ დროს მისი ყველაზე სანდო კაცის წინააღმდეგ მოუწევს.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, ბრალი რამდენიმე თვის წინ წაუყენეს. პროკურატურის ვერსიით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი