საჭიროდ მიგვაჩნია მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება და ეს უნდა მოხდეს უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით - ჰერჩინსკი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი სასამართლო რეფორმის აუცილებობაზე საუბრობს. დიპლომატი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი მართლმსაჯულება დემოკრატიის ფუნდამენტია და ამიტომ გაფართოების სიაში მხყოფი ყველა ქვეყნისთვის, ეს პირობა აუცილებლად შესასრულებელია.
ჰერჩინსკი ასევე ყურადღებას ვეტინგის სისტემის მნიშვნელობაზე ამახვილებს და ამბობს, რომ ეს პროცესი უცხოური ექსპერტების ჩართულობით უნდა წარიმართოს. მისი თქმით, ევროკავშირი მზადაა, ამ პროცესში საქართველოს ყოველმხრივ დაეხმაროს.
სრულად დამოუკიდებელი, სრულად პროფესიონალური მართლმსაჯულების სისტემა, ყველა დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტია, სწორედ ამიტომ, გაფართოების სიაში მყოფი ყველა ქვეყნისა და ასევე ყველა წევრ ქვეყანაში, ევროკომისია სასამართლო რეფორმას ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებს, ეს არის ასევე ერთ-ერთი ცხრა ნაბიჯიდან. თუ გადახედავთ, გაფართოების შესახებ პირველ ანგარიშს, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით გასულ წელს მომზადდა და გამოქვეყნდა, ვხედავთ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას, ეს უნდა მოხდეს უცხოელ ექსპერტთა მონაწილეობით. როგორ უნდა გაკეთდეს ეს, რა პროცესი უნდა იყოს, ამის განხილვა საჭიროა ქართველ კოლეგებთან ერთად. ჩვენ მზად ვართ ყველა საჭირო დახმარებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, რომელიც ევროკომისიას უკვე აქვს სხვა ქვეყნებთან მუშაობის პერიოდიდან, რომლებიც გაფართოების გზაზე არიან. მიზანი სრულად პროფესიონალური, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ქონაა საქართველოში, რათა საქართველო გახდეს ძლიერი დემოკრატია, - ამბობს ჰერჩინსკი.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი