ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების საკითხები მნიშვნელოვანია ჩიხიდან გამოსასვლელად - ოპოზიცია
ოპოზიცია შეთანხმებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს. „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ჩიხიდან გამოსასვლელად საკმარისი იქნება ორ მთავარ საკითხზე შეთანხმება, რომლებიც ვადამდელ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხება.
პრეზიდენტ მიშელის მიერ დასახელებული საკითხები არის მნიშვნელოვანი , მაგრამ მათ შორის, ის ორი საკითხი, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები არის საკმარისი იმისთვის, რომ გამოვიდეთ ამ ჩიხიდან, - ამბობს ბოკერია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, აკაკი მინაშვილი კრისტიან დენიელსონის ქვეყანაში დარჩენით კმაყოფილია და ამბობს, რომ მნიშნელოვანია ქვეყანა შეთანხმების საფუძველზე, უმტკივნეულოდ გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან.
ძალიან კარგია, რომ ეს პროცესი გაგრძელდა, ძალიან კარგია რომ კიდევ უფრო აქტიურია ჩართულობა. ჩვენ ვიცით, რომ ახლა ვიზიტია ბრიუსელში და ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ ქვეყანა უმტკივნეულოდ გამოვიდეს მძიმე კრიზისიდან და ქვეყანაში სწრაფად, რეფორმების შედეგად ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და მოხდეს ცვლილება, - ამბობს მინაშვილი.
ქართული ოცნების“ წევრები მათი მხრიდან რაიმე კომპრომისზე არ საუბრობრენ. ისინი ხელს ოპოზიციისკენ იშვერენ და კომპრომისებს სწორედ მათგან ელიან. „ქართული ოცნების“ დეპუტატი, შალვა პაპუაშილის თქმით, მოლაპარაკებებში ყველაზე კონსტრუქციული მმართველი ძალაა.
სასიხარულოა, რომ მედიატორი დარჩა საქართველოში. ჩვენ გუშინ. ბოლო შეხვედრის შემდეგ დაგვემშვიდობა და დაგეგნმილი ჰქონდა გამგზავრებნა უკან ბრიუსელში, თუმცა კარგია, რომ იფიქრა, რომ არის შესაძლებლობა რომ მოხდეს შეთანხმება და დღეს ოპოზიციას ხვდება იმისთვის, რომ ის საკითხები, რომლებიც ჯერ ღიაა ოპოზიციის მხრიდან, შეთანხმდეს.
როგორც არ უნდა დასრულდეს ეს დიალოგი და მათ შორის, მედიაციის პროცესი, საბოლოო ჯამშ, ქართველი ხალხი გაიგებს იმას, რომ „ქართული ცონება“ იყო აქ ყველაზე კონსტრუქციული, - აცხადებს პაპუაშვილი.
ევროპელი მედიატორი ქვეყანაში იქამდე დარჩება, ვიდრე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგება. კრისტიან დანიელსონის საქართველოში დარჩენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შეთანხმებას მმართველი ძალა ვერ გაექცევა.